saqarTvelos myinvarebi - calmagis myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი ცალგმილის ქედი
კოორდინატები 43°07`45` ჩ. გ. 42°28`23` ა. გ.
სიგრძე 2.5 კმ
ფართობი 2.8 კმ²
ტიპი ხეობური

 

სინონიმი: ცალგმილი.

ხეობის ტიპის მყინვარი ცალგმილის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დოლრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 2,8 კმ. საზრდოობს მწვერვალ ცალგმილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ცალმაგიდან გამოედინება მდინარე ქვიში.